2020 წლის 13 მაისის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 197 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, შარშან შესაბამის პერიოდში 214 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
„2020 წლის 13 მაისის მონაცემებით, შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 8299 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 6196 მამაკაცია და 2103 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4340 პაციენტს განუვითარდა, 1690 გარდაიცვალა.
30 აპრილის მონაცემებით, აივ მკურნალობას იტარებს 5200 (4614 + 586 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 46 (38 + 8 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.
მათივე ცნობით, აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3074 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა ორი დაუდგენელი); სამეგრელოში 1147; შემდეგ იმერეთში 998; აჭარაში 949; აფხაზეთში (525); კახეთში (408) ქვემო ქართლში (473); შიდა ქართლში (304); გურიაში (175); სამცხე-ჯავახეთში (112) და ა.შ.
საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ-ტესტირება უფასოა. შიდსის ცენტრის ცხელი ხაზის ნომერია: 239-80-18“,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს.