რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკი ძლიერი ქარის გამო დროებით დაიკეტა.
როგორც TV4-ს “რუსთავსერვის ცენტირს” ხელმძღვანელმა გიორგი გოროზიამ განუცხადა, პარკის დროებით დაკეტვის გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით იქნა მიღებული.
რუსთავის ცენტრალური პარკი ამინდის შესაბამისად, სავარაუდოდ, ხვალ გაიხსნება.