უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის მასშტაბით ეპიდემიოლოგიური ვითარება დამაკმაყოფილებელია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მსოფლიოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა, ორგანიზაციის რეკომენდაციებს უკრაინაც გაითვალისწინებს.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უკვე მესამედ ხანგრძლივდება.









