უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე ხანგრძლივდება

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის ​ განცხადებით, უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის მასშტაბით ეპიდემიოლოგიური ვითარება დამაკმაყოფილებელია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მსოფლიოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა, ორგანიზაციის რეკომენდაციებს უკრაინაც გაითვალისწინებს.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უკვე მესამედ ხანგრძლივდება.