ფიროსმანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა,მძღოლი მძიმედ დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ფიროსმანის ქუჩაზე.  როგორც tv4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, “მერსედესის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა. 

შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა ავტომობილის მძღოლი, 22 წლის მამაკაცი, რომელიც სასწრაფოს ეკიპაჟმა  კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა. ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.

როგორც კლინიკაში  აცხადებენ, პაციენტი  სამედიცინო დაწესებულებაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და  მოტეხილობები აღენიშნება.  პაციენტს შესაბამისი გამოკვლევა უტარდება. 

 

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ,გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის,მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.