კურორტ საირმის ტერიტორიაზე დამსვენებელი ფოტოს გადაღების დროს ხრამში გადავარდა და გარდაიცვალა.როგორც ცნობილი ხდება დაღუპული 44 წლის ქალია.
გავრცელებული ინფორმაციით,უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ქალი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ფოტოს გადაღებას ცდილობდა.
არსებული ინფორმაციით, ქალი ბორცვზე ავიდა, ფეხი დაუცურდა და 8-10 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა.
გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო:რეგინფო