ქვემო ქართლის რეგიონული სისხლის ბანკი მოქალაქეებს უანგარო დონაციისკენ მოუწოდებს

  კოვიდ-19-ით გამოწვეული რთული ვითარების გამო, ქვეყანაში სისხლის დეფიციტია. როგორც ქვემო ქართლის რეგიონულ სისხლის ბანკში აცხადებენ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და გადაადგილების შეზღუდვების პარალელურად დონორთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. რეგიონული ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მერი ლოლაძე TV4-თან საუბარში აღნიშნავს,  ყოველი გაღებული სისხლი სამ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს , შესაბამისად, საქართველოში ამ ეტაპზე უანგარო დონაციას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

სისხლის ბანკის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სამედიცინო ცენტრში დონაციისთვის ყველა სტანდარტი მაქსიმალურად დაცულია და სისხლის გაცემა ყველა არსებული საერთაშორისო სტანდარტით ხდება.

ქვემო ქართლის რეგიონულ სისხლის ბანკში უანგარო დონორობისკენ არა მარტო მოქალაქეებს, არამედ საჯარო და კერძო დაწესებულებებს წარმომადგენლებსაც მოუწოდებენ. შეგახსენებთ, რომ თუ გსურთ, გახდეთ უანგარო დონორები, შეგიძლიათ ყოველ სამუშაო დღეს ,მიმართოთ რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრს, რომელიც ოდიშარიას ქუჩის N19-ში მდებარეობს. რაც შეეხება სამუშაო საათებს ცენტრი დონორებს დილის 9:00 საათიდან – დღის პირველ ნახევრამდე,15:00-მდე  იღებს.