მივმართავთ ეპიდემიოლოგებს, ქვემო ბოლნისთან დაკავშრებით, რეკომენდაციები გასცენ, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რამდენად შესაძლებელია საკარანტინო რეგულაციების მოხსნა- ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.
მხარის პირველი პირის განცხადებით, რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან გაგზავნილი 33 საკვლევი მასალიდან, ვირუსული ინფექცია არცერთ პირს არ დაუდასტურდა.
შოთა რეხვიაშვილმა ქვემო ბოლნისთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა,რომ 6 აპრილის შემდეგ თემში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა და დღეის მდგომარეობით სოფელში არცერთი ინფიცირებული პირი არ არის. შესაბამისად, მხარის პირველმა პირი, მიმართავს ეპიდემიოლოგებს გასცენ რეკომენდაცია ქვემო ბოლნისში შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით.
“ქვემო ქართლის რეგიონში არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. მარნეულში აღებულ იქნა 303 საკვლევი მასალა ,ყველა უარყოფითია, საბედნიეროდ ბოლნისში 35 გამოკვლეული პირიდან ასევე უარყოფითია ყველა ტესტის პასუხი. თეთრიწყაროდან დადასტურება არ გვქვს. მხარეში მატება არ არის ,ცხრა გამოჯანმრთელებაა ჯამში ბოლნისიდან.
ბოლნისში აქცენტირებულად ,გაძლიერებულად იყო კვლევები ჩატარებული. იქ პირველი საკარანტინო სივრცე იყო ქვემო ბოლნისში, დადასტურებული 6 ფაქტიდან ორი გარდაცვალება იყო,დღეის მდგომარეობით თემში დაავადებული არ გვყვავს, დადასტურებული იყო ბოლო 6 აპრილიდან და დინამიკა მას შემდეგ აღარ ყოფილა. მივმართავთ ეპიდემიოლოგებს ,რეკომენდაცია გასცენ, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, რამდენად შესაძლებელია საკარანტინო რეგულაციების მოხსნა-“-განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა
ქვემო ქართლში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება📢ქვემო ქართლის რეგიონში COVID19-ის ახალი შემთხვევები არ ფიქსირდება📢შესაძლოა, სოფელ ქვემო ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნას📢იხილეთ მხარის პირველი პირის კომენტარი
Geplaatst door TV4.ge op Donderdag 7 mei 2020