ქვემო ქართლის რეგიონში კორონავირსუსის 252 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 199 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
რეგიონში ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 160 დადასტურებული შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ფიქსირდება. მათ შორის 66 ადამიანი გამოჯანმრთელდა 3 კი გარდაიცვალა. ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 98 საკვლევი მასალიდან კორონავირუსი არცერთ პირს არ დაუდასტურდა. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 60 ადამიანი იმყოფება, ხოლო კარანტინის რეჟიმში 69 პირია.
მარნეულის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის კოვიდ19-ით ინფიცირების 29 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის 25 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი კოვიდის მიმღებ ცენტრებში მკურნალობის კურსს გადის.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან გუშინ ლუგარში გადაგზავნილი 17 საკვლევი მასალიდან ყველა პასუხი უარყოფითია. მუნიციპალიტეტში კორონავირუსი ამ დრომდე სულ 54 პირს დაუდგინდა, მათ შორის 19 ადამიანი უკვე განიკურნა. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 18 ხოლო კარანტინში 24 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მკურნალობს 35 პაციენტი, თერმოსკრინინგის პროცედურა ჩატარებული აქვს 15 796 პირს, პი-სი-არ ტექნოლოგიით ტესტირება ჩატრებული აქვს ჯამში 423 პირს.
შეგახსენებთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება უცვლელია რუსთავში. ქალაქში კორონავირუსით ინფიცირებული 9 დადასტურებული შემთხვევიდან ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა