ქვემო ქართლში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 194-მდე გაიზარდა

 ქვემო ქართლის რეგიონში კორონავირუსის შემთხვევები 10-ით გაიზარდა და ჯამში მხარეში COVID-19-ის 194 დადასტურებული შემთხვევაა.

 რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ,შოთა რეხვიაშვილმა ისაუბრა.

 როგორც მხარის პირველმა პირმა განაცხადა, 10 ახალი შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტში დადასტურდა და ისინი ცნობილ კლასტერებს უკავშირდება. კერძოდ, შოთა რეხვიაშვილის ცნობით, კოვიდინფიცირებული პირები სოფელ მუშევანს ,სავანეთს და გეტას უკავშირდებიან.

“გუშინ ძალიან ნაყოფიერი მუშაობა გასწიეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგემბა, საკვლევი მასალის აღების კუთხით. მხოლოდ ბოლნისში 174 საკვლევი მასალა იყო აღებული , ახალი გავრცელების მჭიდრო კავშირებიდან, რომელთა გადაზღვევაც აუცილებელია.

დღეის მდგომარეობით ამ კავშირებიდან,გვაქვს მუშევანში ექვსი დადასტურებული ფაქტი და ვიცით კონტაქტები,ასევე სავანეთში ერთი დადასტურებული ფაქტი, ქალი რომელსაც დაუდასტურდა ინფექცია, იყო კარანტინში, სამი არის სოფელ გეტაში ,იმ პირველწყაროსთან კავშირში, რომელიც იყო ცნობილი და მის ოჯახში არის შემდგომი გარვცელება”.-განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ცნობით, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ეპიდემიოლოგიური ვითარება უცვლელია და კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ დადასტურებულა.