ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-მიწის რეგისტრაციის პროცესში ჩვენ აქტიურად ვიქნებით ჩართული

 ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ,შოთა რეხვიაშვილმა “ტვ4-თან” მთავრობის მიერ წარდგენილი სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა შეაფასა და აღნიშნა, რომ მხარეში სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა და  პროგრამით სარგებლობას რეგიონის მასშტაბით ბევრი ბენეფიციარი შეძლებს .

მისივე განცხადებით, ფერმერებისთვის სახელმწიფოსგან ერთ ჰექტარზე 200 ლარის სუბსიდირება, საწვავის საფასურის კლება და სხვა მიზნობრივი დახმარება არის დასტური იმისა, რომ ცენტრალური ხელისუფლებისგან თანმიმდევრული პოლიტიკა მიმდინარეობს.

“ქვემო ქართლის მხარეში სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა და ძალიან ბევრი ბენეფიციარი ჩაერთვება. ეს არის ერთხელ კიდევ ,იმის დადასტურება, რომ ყველა მიმართებით ეკონომიკური დარგების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ეკონომიკის გაჯანსაღების და სოფლის მეურნეობის კრიზისიდან გამოსვლის კუთხით, თანმიმდევრული პოლიტიკა ხორციელდება ცენტრალური ხელისუფლებისგან.

როგორც მოგეხსენებათ, ერთ ჰექტარზე  200 ლარს სთავაზობენ, იმისთვის, რომ გარკვეულად დაიზოგოს ფერმერების ხარჯები და ყველა ის შხამქიმიკატი და საჭირო პროცედურები, რაც არის სეზონურად გასატარებელი მთავრობის დახმარებით და დაფინანსებით იყოს რეალურად ქმედებაში ასახული. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამას გამოიყენებს ჩვენი მოსახლეობა და ეს ყველაფერი უფრო გაუადვილებთ იმ სიტუაციის და სირთულის დაძლევას, რაც დღეს რეალურად არის.

თუმცა, ამ შეზღუდვების მიუხედავად, ქვემო ქართლში, ვინც ადევნებდა თვალს, ყველა პირობა იყო შექმნილი იმისათვის, რომ სასოფლო სამეურნეო სავარგულებში მოსახლეობას თავიანთი აქტივობები არ შეეზღუდათ და ხელშეწყობა იყო გადაადგილების და ყველა მიმართულებით, რაც კი საჭირო იყო ამ აქტივობისთვის,”განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა, რომ გარკვეული სირთულეები შესაძლოა, მიწის რეგისტრაციის საკითხმა წარმოშვას, რის გამოც, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია რეგისტრაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვება და ფერმერებს ამ მიმართულებითაც დაეხმარება.

 “მნიშვნელოვანი თემაა, სხვადასხვა ნიუანსია. ძალიან ბევრი პრობლემაა ინდივიდუალურად გასავლელი. აქ არია არის ერთ სახის პრობლემა მოსაგვარებელი. აქ არის ყველა ინდივიდუალურ ფერმერთან, თუ მიწის მფლობელთან, ვისთანაც პრობლემაა რეგისტრაციის, გასავლელია, შესასწავლია და ორგანიზებულად ურთიერთობაა გასაწევი უკვე საჯარო რეესტრთან, იუსტიციის სამინისტროს დანაყოფებთან და ამ ყველაფერში ჩვენ აქტიურად ვიქნებით ჩართული”,აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.