ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული თეთრიწყაროს გახსნაზე კომენტარს აკეთებს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გახსნის საკითხს ხელისუფლება, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით აქტიურად განიხილავს. ამის შესახებ ქრონიკას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშილმა განუცხადა.

როგორც მხარის პირველმა პირმა განაცხადა, თეთრიწყაროს გახსნის გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება მიღებული.

შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, ბოლო პედიოდში მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება და მისი ყველა კონტაქტი გამოკვლეულია.

რაც შეეხება ბოლნისის სოფელ გეტასა და მუშევანს, გუბერნატორის თქმით, მუშევანში უახლოეს დროში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები განახლდება, ხოლო სოფელ გეტაში,შედარებით უკეთესი ეპიდემიოლოგიური ვიტარებიდან გამომდინარე, საკარანტინო შეზღუდვები შესაძლოა უფრო ადრე მოიხსნას.