ქვემო ქართლში COVID19-ის 189 შემთხვევა ფიქსირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვემო ქართლის რეგიონში, კორონავირუსის 189 შემ​თხვევა ფიქსირდება.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

„ზოგადად, ქვემო ქართლმა შეადგინა მთელი ქვეყნის დაზიანების 32 პროცენტი, ანუ 189 შემთხვევა გვაქვს მთლიანად. ეს განაწილებულია მარნეულში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში. იცით, რომ ძალიან გვეშინია, რუსთავში არ გაგვეპაროს რამე. ერთი შემთხვევაა და ამის საშიშროება არის. გარკვეულად კონტროლდება წალკა და დმანისი. დღევანდელი მდგომარეობით, თეთრიწყაროში 48, ბოლნისში 107 და მარნეულში 33 დადებითი შემთხვევა არის.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ დღეს ჩვენ გვქონდა გამოკვლევების მხრივ პიკი, 1 328 კვლევა ჩატარდა დღეს და იქიდან ახალი შემთხვევა გვაქვს 16. აქედან ოთხი არის მარნეულში, ოთხი თეთრიწყარო, მაგრამ თეთრიწყარო მიბმულია ასევე მარნეულის სასწრაფოსთან,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.