თბილისი-რუსთავის მიმართულებით ახალი ავტობუსები იმოძრავებს. თბილისის მერია თბილისსა და რუსთავს შორის ავტობუსის მარშრუტის, საწყისი და საბოლოო წერტილების, ასევე, გაჩერებების იდენტიფიცირებისა და დამუშავების პროცესის იწყებს. როგორც tv4-ს ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, საუბარია 10 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანაზე.
კანონპროექტს , რომელიც ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა, ოპოზიციის მხრიდან მწვავე შეფასებები მოყვა – ოპოზიციური სპექტრი ფიქრობს , რომ ინიციატივა არაკონსტიტუციურია.
ქვემო ქართლის რეგიონი, მხარე რომელიც პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად დაზარალდა და ვირუსის გავრცელების რისკების გამო, რეგიონის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა – რას ფიქრობენ რუსთაველები ?! – ხალხის პოზიცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განსხვავებულია .
გადაცემის მეორე ბლოკში: რა გამოცდილება შეიძინა ბოლნისის მუნიციპალიტეტმა პანდემიასთან ბრძოლაში და არის თუ არა ის მზად , რომ ვირუსის გავრცელების მეორე ტალღას წარმატებით გაუმკლავდეს ?! თემაზე- გადაცემის პირველი სტუმარი, სამოქალაქო აქტივისტი , ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან- მარიკო წიქორიძეა.
ისევ ბოლნისის მუნიციპალიტეტი , როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება ადგილზე , როდის იქნება შესაძლებელი მუნიციპალიტეტის ჩაკეტილი სოფლების გახსნა და როგორ მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „ღია ეთერის“ კითხვებს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა-დეპუტატმა გოგი მეშველიანმა უპასუხა.