“ღია ეთერის ” სპეციალური გამოშვება TV4-ზე – კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა ქვემო ქართლის რეგიონიდან – ბოლნისის მერიაში აცხადებენ, გუშინ გადაგზავნილი 122 ნიმუშიდან კორონავირუსი 2 პირს დაუდასტურდა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგება – რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებსა და მგზავრებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით 1 ივნისიდან ღია ტიპის რესტორნები და კაფეები განაახლებენ მუშაობას, ხოლო 8 ივნისიდან ყველა სახის სარესტორნე მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი – როგორ იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები და როგორ აისახება არსებული რეკომენდაციები ბიზნესოპერატორებზე?!
გადაცემის მეორე ბლოკში – რუსთავის მერის პირველი მოადგილე ბესიკ ტოგონიძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით, “ღია ეთერის” კითხვებს პასუხობს.
“ღია ეთერის” სპეციალური გამოშვებისთვის, ინტერვიუ მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერაციის ხელმძღვანელ მადონა კოიძესთან – როგორ იქნება მომხმარებლების ინტერესები გათვალისწინებული რესტორნებსა და სავაჭრო ობიექტებში?!