სპეციალური გამოშვება “ღია ეთერი TV4”-ზე – რუსთავსა და გარდაბანში შესვლასა და გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. საკონტროლო გამშვები პუნქტების დემონტაჟი გუშინ განხორციელდა. 18 მაისიდან საკარანტინე ზონა მარნეულშიც მოიხსნება.
რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებულ სტუდენტს გამოჯანმრთელებაზე განმეორებით ტესტს დღეს ჩაუტარებენ. ასევე, რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში ამ დროისთვის საკუთარი ტესტის პასუხს COVID19-ზე 3 პაციენტი ელოდება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაფასებლად თერმოსკრინინგი კარდაკარის პრინციპით უშუალოდ იმ სოფლებში დაიწყება, რომლებიც ამ დროისთვის ჩაკეტილია.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები გაახლდა.
საქართევლოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების პარალელურად, საქართველოს მთავრობა შეზღუდვების მოხსნას ეტაპობრივად აგრძელებს – 18 მაისიდან ქვეყანაში სილამაზის სალონები და ესთეტ ცენტრები იხსნება.
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა – ქვეყანაში კორონავირუსს უკვე 12 ადამიანი ემსხვერპლა.
გადაცემის მეორე ბლოკში – რა მდგომარეობაა მხარეში აგრარული ბაზრების ფუნქციონირების თვალსაზრისით?! – “ღია ეთერის” კითხვებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი მირანგულა ლიპარტელიანი პასუხობს.