სპეციალური გამოშვება “ღია ეთერი TV4”-ზე – ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, დღეიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში COVID19-ის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ბოლო ერთი კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ ფიქსირდება. მუნიციპალიტეტში “კოვიდ19”-სგან 16 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჯამში თეთრიწყაროში კოვიდინფექცია ამ დრომდე 54 პირს დაუდგინდა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აგრარული ბაზრების მიმართ გაცემული მოთხოვნა, რომ მოვაჭრეებმა საქმიანობა ხელთათმანებით უნდა განახორციელონ ე.წ. სტამბოლის ბაზრის აგრარულ ნაწილში არ სრულდება.
გადაცემის მეორე ბლოკში – მოიხსნება თუ არა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ე.წ. “კომენდანტის საათი”? – იურისტი “ღია ეთერის” კითხვებს პასუხობს.
რა მდგომარეობაა რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში? – რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგი რუსთავში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრობს.
.📢#გადაცემა "ღია ეთერი" – მარიამ ხვედელიძესთან ერთად📢პანდემია ქვემო 📢ქართლის რეგიონში📢COVID-19-ის გარშემო განვითარებული სიახლეები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან📢დღეს "ღია ეთერში📢ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა📢სოფელ მუშევანში COVID19-ის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა📢ე.წ. სტამბოლის ბაზრის აგრარულ ნაწილში მოვაჭრეები საქმიანობის ხელთათმანების გამოყენების გარეშე ახორციელებენ📢გადაცემის მეორე ბლოკში – დარჩება თუ არა ძალაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ე.წ. კომენდანტის საათი? – იურისტი “ღია ეთერის” კითხვებს პასუხობს📢რა მდგომარეობაა რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში? – რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგი რუსთავში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრობს
Geplaatst door TV4.ge op Dinsdag 19 mei 2020