„ღია ეთერის“ სპეციალური გამოშვება TV4-ზე 25-05-2020 (+ვიდეო)

სპეციალური გამოშვებაღია ეთერი TV4”-ზე –  ერთიანი ეროვნული გამოცდების მოახლოებასთან ერთად საზოგადოების  განსაკუთრებული ყურადღება გამოცდების ჩატარების  ფორმატსა და არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის საჭირო ღონისძიებებს ეთმობა. “ღია ეთერი” დაინტერესდა, როგორ აისახება დისტანციური სწავლება აბიტურიენტების საგამოცდო შედეგებზე.

რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში ცხელების სიმპტომით სამი პაციენტია მოთავსებული. ადგილობრივმა სპეციალისტებმა პაციენტების ბიოლოგიური ნიმუში კორონავირუსზე გამოსაკვლევად უკვე აიღეს და პასუხები, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.

კოვიდ19-გან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა ბოლნისსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში. ბოლო პეიოდში კორონავირუსის ახალი შემთხვევები ქვემო ქართლის მხარეში მკვეთრად შემცირდა. 

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე 13 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 13 399 999 ლარია. სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.

გადაცემის მეორე ბლოკში : – მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება უნდა განიხილებოდეს თუ არა დისტანციური სწავლება სწავლების მტავარ მეთოდად და რამდენად მომზადებული შეხვდა სასკოლო განათლების სისტემა ონლაინსწავლებას – “ღია ეთერში” საკითხზე განათლების  სფეროს წარმომადგენელი  მანანა ნიკოლაიშვილი საუბროს

ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით მთავრობა დეტალურ ინფორმაციას ივნისის დასაწყისში გაავრცელებს – უნდა დარჩენილიყო თუ არა ეროვნული გამოცდები არსებული ფორმატით და რამდენად ნაყოფიერი წელი ჰქონდათ აბიტურიენტებს –  თემაზე განათლების ექსპერი იმონ ჯანაშიამ ისაუბრა.