„ღია ეთერი tv4-ზე“ – არატრადიციულად აღინიშნა ქვეყნის დამოუკიდებლობის 102 წლისთავი ქვემო ქართლის რეგიონში. პანდემიის გამო არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელი ღონისძიებები რეგიონსა და ქალაქში არ იმართება.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გახსნის საკითხს ხელისუფლება, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით აქტიურად განიხილავს. სოფელ გეტაში,შედარებით უკეთესი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საკარანტინო შეზღუდვები შესაძლოა უფრო ადრე მოიხსნას.
პანდემიის გამო, რუსთავის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საკითხი-ჰაერის დაბინძურება და ამ მიმართულებით სამუშაოები გარკვეული დროით უკანა პლანზე გადავიდა ,თუმცა საკითხის მასშტაბურობიდან გამომდინარე კვლავ დღის წესრიგშია. რუსთავში ჰაერის მართვის გეგმის პროექტი დასრულების ეტაპზეა- გეგმა რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა, 15 ივლისს მოიხსნას- მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღებენ.
გადაცემის მეორე ბლოკში : 26 მაისი რუსთავში წლებია აქტიურად აღინიშნება , თუმცა წელს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო მასშტაბური ღონისძიებები არ ჩატარდა- რა იყო დაგეგმილი დღევანდელი დღესასწაულის აღსანიშნავად , ასევე როგორ ნაწილდება რუსთავის სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების ცენტრის ბიუჯეტი ახლა, როცა პროექტების დიდი ნაწილი შეჩერებულია- ცენტრის ხელმძღვანელი გეგი ლიპარტელიანი საუბრობს.
თეატრის სცენა ამჯერად ცარიელია -პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ქალაქში კულტურული ცხოვრებაც შეაჩერა- როგორია რუსთავის თეატრის დღის წესრიგი და მსახიობების ცხოვრება – თეატრის სამხატრო დირექტორმა სოსო ნემსაძემ ისაუბრა.