“ღია ეთერი” TV4-ზე 29.05.2020 (+ვიდეო)

დღეიდან ყველა სახის მუნიციპალური  ტრანსპორტი ამუშავდა. მგზავრობისას აუცილებელი იქნება კონკრეტული წესების დაცვა, მათ შორის პირბადის ტარება.

ბოლო 24 საათში დაფიქსირებული 8 ახალი შემთხვევიდან, 6 საკარანტინო სივრციდან არის , ხოლო 2 ბოლნისის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 165 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 76 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად,  ქალაქში  ქვეწარმავლების საკითხი აქტუალური ხდება. მარტში და აპრილში ქვეწარმავლებთან დაკავშირებით მერიის ცხელ ხაზზე სულ 10 გამოძახება დაფიქსირდა და შესაბამისმა სამსახურმა ქვეწარმავლის აყვანა განახორციელა.

 

გადაცემის მეორე ბლოკში :  როგორ განხორციელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი, რა ძირითადი პროტოკოლი უნდა  დაიცვან მომხმარებლებმა და როგორ გეგმავს ადგილობრივი ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ვითარების კონტროლს- საკითხებზე ჩვენი  რუსთავის მუნიციპალურ ტრანსპორტის დირექტორმა  ჯურხა ბენდელიანმა  და რუსთავის მერიის ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელმა დაჩი გიორგაძემ ისაუბრეს .

 

კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემცირების მიზნით, მთავრობამ მოსახლეობისთვის სხვადასხვა ჯგუფისთვის დახმარების პაკეტები შეიმუშავა. ამ დრომდე მიმდინარეობს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა კომპანიების თუ კერძო პირების მიერ. თუმცა არიან ადამიანები , რომელთაც სხვადასხვა დაბრკოლების გამო  შესაბამის საიტზე დარეგისტრირება და დოკუმენტების წარდგენა არ შეუძლიათ- ვინ და როგორ ეხმარება მათ , თემაზე ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელი ბესო ტეფნაძემ ისაუბრა.