ყვარელში სახნავ-სათესი მიწები და ვენახები დაიტბორა

ყვარელში უხვი ნალექის შედეგად, მდინარეები დურუჯი და შოროხევი ადიდდა. სოფელ ბალღოჯიანსა და ახალსოფელში მდინარე შოროხევმა გაარღვია ნაპირი, რის შემდეგადაც სასოფლო სამეურნეო სავარგულები, ვენახები და მესაქონლეობის ფერმები დაიტბორა.

მდინარეების კალაპოტის გასამაგრებლად მძიმე ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს.

წყალდიდობაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშიც. უხვი ნალექის გამო, ლაგოდეხში რამდენიმე სოფელი დაიტბორა.