ყველა ეკლესიას 20 ჰექტარი ტყის ფლობის უფლება მიეცა

79 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი – ტყის კოდექსი, რომელიც საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობის, საპატრიარქოს საკუთრებაში შესაძლო გადაცემას ითვალისწინებს დამტკიცდა

კანონის მიხედვით, განსაზღვრული რაოდენობა თითოეული მიწის შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტრისა იქნება.

კანონპროექტს, რომელიც საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს, სასულიერო პირები დადებითად აფასებენ. გარემოს დაცვის კომიტეტის მხარდაჭერილმა ცვლილებას ოპოზიცია არ ეთანხმება.  „ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს აღნიშნული კანონპროექტით საპატრიარქო პოლიტიკურ პარტნიორად აქციოს. 

სამოქალაქო სექტორის პოზიციით,ამ კანონის მიღებით დაირღვევა თანასწორობის პრინციპი განსაკუთრებით სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან მიმართებაში. მათ შორის “ტოლერანტობისა და მრავლფეროვნების” კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ აღნიშნული დისკრიმინაციული მიდგომაა და მართლმადიდებელ ეკლესიებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს.