შეუძლია თუ არა ქარს კორონავირუსის სახლში შემოტანა ?!

 COVID-19 გადატანის გზები აქვს ჰაერწვეთოვანი და ის ორი მეტრის მანძილზე ვრცელდება და თუ ადამიანი დარბის და ჩვენც დავრბივართ იმავე წრეში შეიძლება 5-6 მეტრზეც – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსი არ არის ჰაეროვანი ინფექცია და შესაბამისად, ის ქარით არ ვრცელდება.

„ვთქვათ, კორონავირუსი ფანჯრებში რომ შემოვიდეს, მეცხრე-მეათე ან პირველ სართულზე, მსგავსი რამ არ ახასიათებს. ეს არ არის ჰაეროვანი ინფექცია – ეს ახასიათებს ჰაეროვან ინფექციას: წითელას, ტუბერკულოზს, ჩუტყვავილას და ა.შ. თუმცა იქაც კი შეიძლება ითქვას, რომ გადაჭარბება და ულტრირებაა, მნიშვნელოვანია დავაზუსტოთ, რომ კორონავირუსი ქარით არ ვრცელდება – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა