რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა,-ამის შესახებ ინფორმაცია TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს.
როგორც ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, პაპუნა ბახტაძეს “ტვ4-თან” აცხადებს, ახალგაზრდა მამაკაცი სტუდენტია, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და რუსთავის ცხელების ცენტრში მსუბუქი სისუსტისა და ტემპერატურის სიმპტომებით სასწარაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა გადაიყვანა.
პაციენტი რუსთავის ცხელების ცენტრის ბოქსირებულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. ამ დროისთვის ახალგაზრდა მამაკაცი თბილისის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.