ძლიერმა ქარმა რუსთავის ცენტრალურ სტადიონს სახურავი გადახადა.
როგორც TV4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან საპატრულო პოლიციის 2 ეკიპაჟია მობილიზებული.
ამ დროისთვის “რუსთავსერვის ცენტრის” წარმომადგენლებს ელოდებიან.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.