ხანძარი საცხოვრებელ სახლში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში ორსართულიანი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად, დაახლოებით, 350 კვ.მ. ფართი დაიწვა. სამსულიანი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ დაზარალებულ ოჯახს ერთჯერადად 3 000 ლარს გადასცემენ, სახლის აშენებამდე კი – ბინის ქირას მუნიციპალიტეტი გადაუხდის.

მერიაში განმარტავენ, რომ ხანძრისგან დაზარალებულ ოჯახს მომავალ წელს შეუძლია სოციალური სახლების მშენებლობის კონკურსში მიიღოს მონაწილეობა.