საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა (+ფოტო)

სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული , 15 მიკრორაიონის #10 კორპუსში,  ხანძარი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. 

ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო , საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. 

tv4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რომ სახლი დაკეტილი იყო და დახმარება მეზობლებმა გამოიძახეს.  როგორც ჩვენთვის ცნობილია, ცეცხლი სამზარეულოს კარებს გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

UPDATE: ადგილზე ხანძარი ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.