საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 126-ე კმ/ზე, დარიალის ხეობაში გზის სავალი ნაწილიდან თხევადი აირის გადამტანი ცარიელი სატვირთო ავტომობილი გადავარდა.
უწყების ცნობით, მაშველებმა დეფორმირებული კაბინიდან რუსეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე გადმოიყვანეს, რომელსაც ქვედა კიდურების დაზიანებები აღენიშნებოდა. ის კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და მას ამ დროისთვის შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან ერთად საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობდნენ.