საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით,კოვიდინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა. მისივე განცხადებით, ექიმები ამ მიმართულებით სხვა პაციენტების მკურნალობისას ყურადღებით იქნებიან.
„დღესდღეობით ლეტალობის რიცხვი არის 9. გუშინ გარდაიცვალა ქალბატონი, რომელიც იყო 58 წლის და ჩვენი ექიმები გაცილებით მეტი ყურადღებით იქნებიან სხვა პაციენტებთან მიმართებით, ვინაიდან უკვე ნათლად გამოიკვეთა, რომ კოვიდინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.