კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგაც კი მსოფლიო ვერ დაუბრუნდება ჩვეულ საქმიანობას – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
„კორონავირუსის პანდემია საბოლოოდ უკან დაიხევს, მაგრამ ჩვეულ საქმიანობას ვერ დავუბრუნდებით. საუბარი არ არის პანიკის დათესვაზე, მაგრამ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.
მისივე თქმით, მსოფლიო უნდა მოემზადოს შემდეგი შესაძლო პანდემიისთვის და მდგრად ჯანდაცვის სისტემას საძირკველი ჩაუყაროს.
„ჯანდაცვის სისტემაში ინვესტიციის ჩადება სიცოცხლეების გადარჩენას ნიშნავს. აღნიშნული მოიცავს პათოგენების თავიდან აცილებასა და მათზე ფრეაგირებას“, – დასძინა მან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.