1 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ივნისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სართიჭალა, მუღანლო, თელეთი, სიონის უბანი და მიმდებარედ, აგრეთვე რუსთავში მშენებელთა ქუჩაზე, 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში წერეთელი, ორჯონიკიძე, პატარა ბეგლიარი, საიმერლო და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.