საჩხერეში 11 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიებად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ადვოკატის ავთანდილ ბუცხრიკიძის ინფორმაციით, ისინი არ ეთანხმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. დაცვის მხარემ 10 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლომ, პროკურატურის არგუმენტების გამო, შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
დაკავებული ბრალს არ აღიარებს.