12 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

 გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 მაისს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს  გარდაბნის რაიონის სოფლებში ვაზიანი, აჭარლები, თელეთი, ახალსოფელი, გამარჯვება და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.