18 მაისიდან სილამაზის სალონები იხსნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ,გიორგი გახარიამ ბრიფინგზე გაანცხადა.
„იმ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეგვიძლია, დავაჩქაროთ გარკვეული ნაბიჯები და ამ შესაძლებლობის ფარგლებში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიკის სალონები“, – განაცხადა გახარიამ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, იხსნება შეზღუდვები სამი ადამიანის შეკრების თავალსაზრსით,თუმცა ძალაში რჩება, ავტოსატრანსპორტო საშალებით სამი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა.







