გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე, ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 მაისს 13:00-დან 16:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში წერეთელი, საიმერლო, ლეჟბადინი, აზიზქენდი, კირაჩმუღანლო, ქუთლიარი, ბეგლიარი, ქესალო და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.