მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში სულ 1 236 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც 1 610 ადამიანი დაზარალდა, ხოლო 134 დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა.
საქსტატის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევებიდან 48 სიმთვრალით იყო გამოწვეული.
რაც შეეხება გასულ წელს, საქსტატის ცნობით, 2019 წელს 5 836 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 481 ლეტალობით დასრულდა.