23 მაისს მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა გაახლდება-რამდენ ახალგაზრდას გაიწვევენ რუსთავიდან?!

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების გამო, მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევა ამავე წლის 23 მაისიდან გაახლდება და 30 ივნისამდე გაგრძელდება.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში, 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

მიმდინარე წლის საგაზაფხულო გაწვევაზე გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 4 189-ით განისაზღვრა, აქედან თავდაცვის ძალებში მხოლოდ 1400 პირი უნდა გაიწვიონ, დანარჩენებმაკი, სხვადასხვა უწყებაში უნდა იმსახურონ. 

 რუსთავის მუნიციპალიტეტის სამხედრო გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელის მიხელ თათარაძის ინფორმაციით, გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 239 -ით განისაზღვრა.

მისივე განცხადებით, წვევამდელებთან დაკავშირება ჯერჯერობით არ მომხდარა, რადგან ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალიწინებით, მისამართებზე გასვლა გარკვეულ საფრთხეებთან არის დაკავშირებული,შესაბამისად მათთან პირველ ეტაპზე სატელეფონო კომუნიკაცია მოხდება. 

მიხეილ თათარაძე ვარაუდობს,რომ წვევამდელების უსაფრთხოება გაწვევის პროცესში უზრუნველყოფილი იქნება და ქვეყანაში ეპიდემიოლოგირ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

Tv4-მა გაწვევების სამსახურის ხელმძღვანელს “გირჩის” მიერ გაცემულ მოწმობასთან დაკავშირებითაც დაუსვა კითხვა. როგორც თათარაძემ  აღნმშნა, სამართლებრივ დონეზე ამ მხრივ ცვლილება არ განხორციელებულა და ,შესაბამისად მღვდელმსახურის სტატუსის მქონე პირები, სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან კვლავ გათავისუფლდებიან. 

რაც შეეხება, წვევამდელებს,რომლებმაც სახმედრო სავალდებულო სამსახური საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დროს მოიახდეს, მიხეილ თათარაძის ცნობით, დოკუმენტაციის მიღება შესაბამისი უწყებიდან, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ელექტრონულ რეჟიმში მოხდება.