გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 მაისს 15:30-დან 16:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ვაზიანი, მარტყოფი, მუხროვანი, ახალსოფელი და მიმდებარე სოფლებში;
27 მაისს 06:00-დან 07:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში შარტავას, მესხიშვილის, ლეონიძის, მეგობრობის, მარის არხის და მიმდებარე ქუჩებზე, 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, თბილისის, ხერხეულიძეების, ლესელიძის, გურამიშვილის, გორის, ცურტაველის და მიმდებარე ქუჩებზე, 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში წერეთელი, საიმერლო, პატარა ბეგლიარი, მირზოევკა, ორჯონიკიძე და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.