29 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 მაისს 06:30-დან 07:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მშენებელთა, მარის არხის, ფიროსმანის, ცემენტის ქარხნის მიმდებარედ, აგრეთვე სოფლებში კალინინო, ტყეჭალა, თაზაკენტი, 10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დიდ ლილოში, 12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, თოდრიას, კოსტავას, მშენებელთა, ბარათაშვილის, ლერმონტოვის და მიმდებარე ქუჩებზე, 16:00-დან 20:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ჯავახიშვილის, გოგოლის, სამგორის და მაზნიაშვილის ქუჩებზე.

კომპანიის ცნობით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.