5 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივ ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 მაისს 01:30-დან 04:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბანში და გარდაბნის რაიონის სოფლებში ნაზარლო, ვახტანგისი, კალინინო, პობედა და მიმდებარე სოფლებში, 02:00-დან 04:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მარის არხის, გაგარინის, დავით გარეჯის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.  06:30-დან 07:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში შარტავას, ლეონიძის, ქუთაისის, ლესელიძის და მიმდებარე ქუჩებზე. 

კომპანიის ინფორმაციით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.