საქართველოში დაფიქსირებული 4 შემთხვევიდა ,სამი ქვემო ქართლის რეგიონს უკავშირდება. მხარეში კოვიდინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა თეთრიწყაროში, ერთი კი – ბოლნისში.
,,დღეის მდგომარეობით 184 ჯამური რაოდენობა გვაქვს დაავადების გავრცელების რეგიონში. ბოლო 24 საათის განმავლობაში 35 საკვლევი მასალა იქნა გადაგზავნილი ლაბორატორიაში. 2 დადასტურებული ფაქტი დაემატა თეთრიწყაროს სამედიცინო კლასტერიდან, კონტაქტები დადგენილია. ასევე ერთი ფაქტი დაფიქსირდა ბოლნისში სოფელ გეტაში, სადაც გავრცელების პირველი შემთხვევაა, ინფიცირებული ასაკოვანი მამაკაცია.
რაც შეეხება რუსთავს, ბოლო დადასტურებულ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა კონტაქტების კვლევა, როგორც რუსთავში, ასევე კახეთში და ამ კონტაქტების ირგვლივ შემდგომი გავრცელება არ ყოფილა. რუსთავში ჯამურად 9 შემთხვევაა, ისევე როგორც მარნეულში არ ყოფილა დაავადების გავრცელების ახალი ფაქტი და კვლავ 22-ია“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.