ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში  კორონავირუსის  ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგები მუშაობას აგრძელებენე. 

ბოლნისში ამ დრომდე ჩაკეტილია სოფელი გეტა და მუშევანი, სადაც კორონავირუსის ბოლოს გამოვლენილი შემთხვევები ფიქსირდება. 

მესამე დღეა, ბოლნისში შემთხვევითობის პრინციპით ყველა ტერიტორიულ ერთეულში მოსახლეობას სწრაფ ტესტებს უტარებენ.მუნიციპალიტეტის ცნობით, ჯამში სწრაფი ტესტი  150 ადამიანს  ჩაუტარდება. 

 მუნიციპალიტეტში სულ „კოვიდ-19“-ის 162 დადასტურებული შემთხვევაა დადასტურებული ,ხოლო ამ დრომდე განიკურნა კოვიდინფიცირებული 75 პაციენტი.