6 წლის ბავშვი მდინარეში დამხრჩვალი იპოვეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბიჭი მდინარეში დამხრჩვალი იპოვეს. 

არსებული ინფორმაციით, ბავშვი დილის საათებში სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თამაშობდა, მას შემდეგ, რაც ის ოჯახისს წევრებმა ვერ იპოვეს, სამართალდამცავებს მიმართეს. სავარაუდოდ, ბავშვს მდინარის პირას ფეხი დაუცურდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.