7 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 მაისს 12:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში აღთაკლია, ყარაჯალარი, გაჩიანი და მიმდებარე სოფლებში, 14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში დამია, ზემო სარალი, კიროვკა, ხოჯორნი, გულუბახი, ბრდაზორი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.