8 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

 მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 მაისს 15:00-დან 15:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ქეშალო, სართიჭალა, ილმაზლო და მიმდებარე სოფლებში, 15:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს კიზილ-აჯლოში, ჯანდარშიმ იაგლუჯას დასახლებასა და მიმდენარე სოფლებში, 16:30-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კირიხლო, ზემო ყულარი, კაჩაგანი და მიმდებარე სოფლებში, გარდაბნის რაიონის სოფლებში ახალწყალი, თელეთი, ახალწყალი, მუხრან-თელეთი, წალასყური და მიმდებარე სოფლებში, 17:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში, იალღუჯის დასახლებაში, ქურთლიარში, მეორე ქესალპში, კირაჩ-მუღანლო და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიაში აცხადებენ,რომ  სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.