რუსთავის კოვიდის მიმღები ცენტრის 8 პაციენტის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.
როგორც ცენტრში ქრონიკას განუცხადეს, ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში 10 პაციენტი იმყოფება, ეპიდემიოლოგებმა საკვლევი მასალები ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს და რვა პირის შემთხვევაში ტესტის პასუხი უარყოფითია ,დანარჩენი ორი პირის საკვლევი მასალის პასუხებს ცენტრში დღეს ელოდებიან.
შვიდი პაციენტი ცენტრიდან დღეს გაეწერება, მერვე პაციენტი კი სამედიცინო დაწესებულებაში დაკვირვების ქვეშ რჩება.