COVID19-ის შესახებ საინფორმაციო კამპანია ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ გეტაში კორონავირუსის შესახებ, აზერბაიჯანულ ენებზე დაბეჭდილი საინფორმაციო მასალა დარიგდა. საინფორმაციო კამპანიის მიმდინარეობის პროცესში მოხალისეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ჩაერთნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მოხალისეებმა კორონავირუსის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს და აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო პლაკატები თავშეყრის ადგილებში განათავსეს.​

შეგახსენებთ, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, სოფელი გეტა გუშინ ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.