კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი გამოვლინდა. „კოვიდ-19“ ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა. ამ დროისთვის ეპიდემიოლოგები ინფიცირებულის კლასტერს იკვლევენ.
არსებული ინფორმაციით, ინფიცირებული 50 წლამდე ქალი სასწრაფოს დახმარების ექიმად მუშაობს და ოთხ დღეში ერთხელ მორიგეობდა. პრევენციის მიზნით, მედიკოსების გამოკვლევის დროს კორონავირუსი მას „პისიარ“ ტესტით გამოუვლინდა.
ეპიდემიოლოგები ყვარლის მედპერსონალის დამატებით გამოიკვლევენ.