SpaceX-სა და NASA-ს მიერ გაშვებული კერძო ხომალდი კოსმოსურ სადგურს მიუერთდა

BBC-ის ცნობით, რამდენიმე საათიანი ფრენის შემდეგ, SpaceX-სა და NASA-ს მიერ გაშვებული კერძო ხომალდი კოსმოსურ სადგურს წარმატებით მიუერთდა.

ხომალდის “Crew Dragon” ბორტზე ამერიკელი ასტრონავტები დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი იმყოფებიან.

SpaceX -მა და NASA-მ კოსმოსში ისტორიაში პირველად კერძო ხომალდი Crew Dragon-ი 30 მაისს გაუშვეს. ისტორიული გაშვება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები კერძო კომპანიის მიერ შექმნილი რაკეტით გაემგზავრნენ. 2011 წლის შემდეგ აშშ-ის მიწიდან ასტრონავტები პირველად გაუშვეს.

მისიის წარმატებით დასრულების შემთხვევაში Crew Dragon-ის, ფრენები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურისკენ რეგულარული იქნება.