ქუთაისში ავტომობილი ველოსიპედით მოსარგებლე ბავშვს დაეჯახა

ქუთაისში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ველოსიპედით მოსარგებლე 12 წლის ბავშვს დაეჯახა. დაშავებული ბავშვი ამავე ქუჩაზე ცხოვრობდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული.

თვითმხილველების ცნობით, ბავშვი მძიმე მდგომარეობით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა და ის პოლიციას თავად ჩაბარდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.